четверг, 31 мая 2012 г.

,, ჭიათურა ჩემი სიამაყეა''- გაეცანი შენ


                                                                 

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 


მისამართი: 5500, ჭიათურა, თხელიძის . 5

ტელეფონი: (+995 95) 20 16 61

ელ-ფოსტა: ch.culturiscenter@gmail.com

მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1962 წელი

მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ტურიზმისა და სამუზეუმო განყოფილება)

მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული

ექსპონატთა რაოდენობა: 16 292

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერამუზეუმში დაცულია ჭიათურის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. . III ათასწლეულით დათარიღებული ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ქინძისთავები, მძივები; აგრეთვე ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები, სხვადასხვა სახის დოკუმენტები.
მუზეუმის მუშაობის განრიგიმუშაობს ყოველდღე, კვირა-ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისთვის: 0.50 ლ

უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

და ძმა ჯაფარიზეების სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართიჭიათურასოფხრეითი
ტელეფონი: (+995 91) 91 15 25
ელ-ფოსტაch.culturiscenter@gmail.com
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1981 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსიააიპ (ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისტურიზმის და სამუზეუმო განყოფილება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 279
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერამუზეუმში დაცულია და-ძმა (ალიოშაალექსანდრა და სიმონჯაფარიძეების ცხავრებასასა და სპორტულ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და მემორიალური მასალააგრეთვესაქართველოში ალპინიზმის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტებიქართველ ალპინისტთა ფოტომასალა
მუზეუმის მუშაობის განრიგიყოველდღეკვირისა და ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასიუფროსებისა და სტუდენტებისათვისთვის: 1ბავშვებისათვის: 0.50 .
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვებისოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრებისაქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდებიჯარისკაცებიიძულებით გადაადგილებული პირები.







ჯორჯიან  მანგანუმის მუზეუმი. ჭიათურის
 ცენტრალურ;     ნინოშვილის ქუჩაზე   ჯორჯიან მანგანუმის შენობაში,   ერთი მოკრძლებული კარის მიღმა , რომელსაც გარედან აწერია  ,,მანგანუმის მუზეუმი „   კარს გააღებთ და თქვენს წინ გადაიშლება    მთელი ქალაქის ისტორია.  ისტორია ჭიათურის  როგორც,  სამრეწველო ქალაქისა-    დაბადებიდან დღემდე . აქ  წარმოდგენილია ქალაქის 130-ზე მეტი წლის   ისტორიის ამსახველი უნიკალური ფოტოსურატები .    ნახავთ პირველი მანგანუმის აღმომჩენელი;  გერმანელი გეოლოგის ჰერმან აბიხის ფოტოსურათს და მასთან მომუშვე პირველ მრეწველებს . კედლიდან იცქირება აკაკი წერეთლის  ფოტო , რომელმაც მანგანუმი ევროპას გააცნო და სწორედ მას შემდეგ დაიწყო მანგანუმის ინტენსიური წარმოება.კედლებზე განლაგებულია ყველა ის უნიკალური ფოტოსურათები რომელისც დაკავშირებულია  ჭიათურასთან  მაგ. ,,აკაკი წერეთელი ჭიათურის ინტელიგენციასთან’’, იხილავთ გამოჩენილ ჭიათურელებს . .  კედლებზე მოკრძლებულ ჩარჩოეში სათუთად შენახული და მოვლილია ქალბატონ; ცელინა მესხის მიერ,  თვითოეული   ფურცელი ჭიათურის ისტორიისა .   მუზეუმში დაცულია მანგანუმის მოპოვების დროს აღმოჩენილი  ქანებში განამარხებული უძველეს მცენარეთ ნაშთები ,  უნიკალური ბიბლიოთეკა რომელიც ამომწურავ პასუხს იძლევა  ქალაქის ისტორიაძზე .  მანგანუმის მადნის ნიმუშები დალაგებულია  ხარისხების მიხედვით   და  ა.შ. უამრავი სხვადასხვა  სახის  ექსპონანტები რაც წარმოდგენას შეუქმნის დაინტერესებულ პირებს  მანგანუმის ქალაქზე .



                                                                                                                                 

   
ჭიათურა ბაგირგზების ქალაქი 
არსად ისე არ არის  ზეცა დაქსელილი  ბაგირგზებით , როგორც ქალაქ ჭიათურაში. მისი  რელიეფური თავისებურებიდან გამომდინარე , აქ ბაგირგზები ერთ-ერთი მოსახერხებელი ტრანსპორტია. ჭიათურა  საკმაოდ ღრმა კანიონისებრ ხეობაშია განლაგებული .ეს ხეობა თავის  მხრივ დანაწევრებულია  განივი გვერდითა ხეობებით და ზეგნებით . სწორედ ამ ზეგნების ხეობასთან დამაკავშირებელი საშუალებაა საბაგირო ტრნსპორტი.  მისი  პირველი  დამაარსებელი ჭიათურაში არის გიორგი ფანცულაია . მისივე დაპროექტებულია მთაწმინდისა და ბორჯომის საბაგიროები ასევე ლატვიის ქალაქ სიგულდას საბაგირო  (ქალაქი სიგულდა ჭიათურასთან დაძმობილებული ქალაქია).   1900 წელს აიგო პირველი სატვირთო ბაგირგზა , ხოლო სამგზავრო 1948 წელს , რომელიც აკავშირებდა ითხვისსა და დარკვეთის ზეგნებს. ამჟამად ჭიათურაში მოქმედებს 17 სამგზავრო და 21 სატვირთო ბაგირგზა , რომელთა საერთო სიგრძე 30 კმ.ია .   მათ შეუძლიათ ერთი წლის მანძილზე გადაზიდონ 11მლნ. ტონა ტვირთი და გადაიყვანონ ცხრა მლნ. მგზავრი .   აღსანიშნავია ქალაქის ცენტრში აგებული სამმხრივი ირგზა , რომელიც ქალაქის ცენტრს აკავშირებს ტერასებად განლაგებულ ქალაქის უბნებთან . 
                                                                       

  კაცხის სვეტი  არის გასაოცარი ბუნების ძეგლი, რომელიც ჭიათურის ერთ ლამაზ სოფელში - კაცხში    მდებარეობს  

ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი

ვითარცა სვეტი, ფრიად   მაღალი

მის თხემზე არს ეკლესია  მცირე

ვახუშტი ბატონიშვილი

 ის  წარმოადგენს  ქვის პეტროგრაფულ  40 მეტრის სიმაღლის სვეტს,  რომელიც სავარაუდოდ  აქტიური ტექტონიკური რღვევის პერიოდში გამოცალკავდა მიმდებარე კლდეებიდან .სვეტტთან ახლოს გამოედინება მდინარე კაცხურა, რომელიც ცხელ ზაფხულშიც კი შფოთვარეა და   ყინულივით ცივი .  ამ ადგილის ორიგინალურობა იმაშიცაა,  რომ   იგი  გამცალკავებულია და განმარტოებით დგას , თითქოს ეს სხვა სამყაროაო. ეს განმარტოება  შეუმჩნეველი არ დარჩნიათ  ქრისტიან ბერებს და  სვეტის თავზე აუშენებიათ ეკლესია , თუ როგორ მოახერხეს და როგორ ადიოდნენ ან როგორ აჰქონდათ ეკლესიისათვის საჭირო ქვები ეს კითხვა დღემდე აუხსნელია სავარაუდოდ აქ ეკლესია მე1-0- საუკუნემდეა აშენებული რომელიც შემდგომში ნანგრევაბად იქცა . მე -20 საუკუნეში ვინც პიველად ავიდა ამ სვეტზე იყო ლევან გოთუა   თავის ჯგუფთან ერთად. მას შემდეგ ხშირად ეწყობოდა ალპინისტთა ასვლები. ამჟამად აქ დიდი ქრისტიანული მოღვაწეობა მიმდინარეობს .   კაცხის სვეტის თავზე კვლავ აშენდა ეკლესია რასაც საფუძველი ჩაუყარა  ბერმა მაქსიმემ . გაკეთდა რკინის კიბე,  რომლის საშვალებითაც შესაძლებელია სვეტის თავზე ასვლა მხოლოდ მამაკაცებისათვის.  სვეტის ძირში აშენდა აკლესია. გაიწმინდა სამარხი და ბევრი რამ,  რისი ნახვის შემდეგ თქვენ წარუშლელი შთაბეჭდილება დაგრჩებათ ამ ადგილის შესახებ.   გაიგებთ   და ბევრს ისწავლით ბერ მაქსიმესაგან.
                                                                       


მღვიმევის დედათა მონასტერი ჭიათურის აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილის  მარჯვენა ნაპირზე  აღმართულ კლდის მღვიმეში  მდებარეობს.ის  წარმოადგენს Xlll-საუკუნის ძეგლს. მონასტრამდე ასასვლელად ამჟამად გაკეთდა კიბეები,  რომლის  გავლის შემდეგ შედიხართ გვირაბში . საიდანაც შესაძლებელია მონასტერში შესვლა.   თავად ეკლესია 35 მეტრამდეა კლდეში შეჭრილი . გვირაბის გავლის შემდეგ ნახავთ ბუნებრივ ცივ წყაროს . ეკლესიის შიდა კედლები მოხატულია.   ჩ-ს კედელზე არის წარწერა,  რომელიც გადმოგვცემს,   რომ ამ  ეკლესიის აღმშენებელი არის რატი კახაბერისძე და რაჭის ერისთავი ნინია კახაბერისძე . აქ რამდენიმე  ეკლესია- ნაგებობაა. რომელთა კედლების ნაწილი თლილი ქვითაა ნაშენები ნაწილი კი ბუნებრივ კლდესთანაა  შერწყმული. ამჟამად აქ მიმდინარეობს აქტიური  ქრისტიანული ცხოვრება.  ეკლესია მომქმედია . სამონასტრო ცხოვრებას ეწევიან ბერ-მონაზვნები .




   ბუნებრივი მღვიმეები მოყვარულთ ეპატიჟება მარტოობისგან დაღლილი; ხალხისგან მიტოვებული გამოქვაბულები , რომელიც საკმაოდ ბევრია დასავლეთ საქართველოში, კარსტული რელიაფიდან გამომდინარე.  კარსტულ რელიეფს როგორ ჩანს კარგად იყენებდნენ უძველესი (პალეოლითის ხანის )ადამიანები. მათი საცხოვრებელის ნაშთები კარგადაა   შემონახული სოფელ სვერში,, კოტიას კლდე ‘’. ,,უნდოს კლდე ‘’ სოფელ ვაჭევში ვარხმელის ხეობაში., სადაც 2011 წლის ზაფხულში აქტიურად მიმდინარეობდა არქეოლოგიური კვლევა.




გვარჯილის გამოქვაბული.ჭიათურის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ რგანში ჯერ კიდევ 1916 წელს არქეოლოგმა  კუროვსკიმ მიაკვლია გვარჯილის  გამოქვაბულში ქვის იარაღებთან ერთად აღმოჩნდა ძვლისა და რქისაგან დამზადებული იარაღები . შემდგომში   აქვე მიაკვლიეს ზედა პალეოლითის ხანის ბევრ საინტერესო მასალას,  აქ აღმოჩენილია  ბრინჯაოს ხანის მრავალი სახის ნივთები . მათ შორის არის ქინძისთავები, ბალთები, სამაჯურები, გულსაბნევები, შემდგომში მიაკვლიეს   ,, ბრინჯაოს ხელის მტევანს’’. რომელიც დათარიღებულია ჩვ.წ.აღ-მდე lll საუკუნით. სოფელ რგანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები ინახება ჭიათურის lll საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში .  

Комментариев нет:

Отправить комментарий