ჭიათურლები საოცრად სტუმართმოყვარე ხალხია. აქ მრავალფეროვანი კერძებით უმასპინძლდებიან
სტუმარს.
კერძებში
ნიგოზს
იყენებენ,
რაც
არაჩვეულებრივ
გემოს
აძლევს
ადგილზე
მოყვანილ
პროდუქტს.
განსაკუთრებული
კერძები
და
საკვებია:
ხაჭაპური,
საცივი,
მჭადი,
ყველი,
პური,
მწვანილეული,
ლობიო,
ფხალი,
სალათები,
თევზი,
ფრინველის,
საქონლისა
და
ღორის
ხორცის
კერძების
მრავალსახეობა,
ბოსტნეული,
თაფლი,
ხილი,
ჩირი,
მურაბა
და
სხვა...
ჭიათურლებს
განსაკუთრებით
უყვართ იმერული ხაჭაპური , ნიორწყალში ჩადებული
შემწვარი
წიწილა და შამფურზე შემწვარი მწვადი. კერძების
უმრავლესობა
თიხის
ჭურჭელში
მზადდებოდა
და
მწვანილეულით
იყო
გაფორმებული.
შემოგთავაზებთ იმერული ხაჭაპურის, ნიორწყალში ჩადებული წიწილის და მწვადის რეცეპტებს:
ხაჭაპური:
ინგრედიენტები:
თასში მოვათავსოთ 500 გრამი პურის ფქვილი +2 ცალი კვერცხი (ცილაც და გულიც) +0,5 ლიტრი მაწონი + 1 ჩაის კოვზი სოდა +1 სუფრის კოვზი ძმარი + 200 გრამი გამდნარი კარაქი ან მარგარინი (ზეთიც შეიძლება) დანის წვერით მარილი. მოვზილოთ რბილი (არაჟნის სისქის) ცომი.
დავფშვნათ 800 გრ. ყველი , დავახალოთ ორი კვერცხი, ცოტა მარილი
და
ცოტა
ცხიმი
(100 გრ
კარაქი
ან
მარგარინი).
კარგად
ავურიოთ.
მომზადების წესი:
მომზადების წესი:
დიდ დაფაზე მოვაყაროთ 200 გრამამდე ფქვილი და მომზადებული ცომი ამ ფქვილზე გადმოვიღოთ და კარგად სევაზილოთ ეს ფქვილი. ოდნავ გავაბრტყელოთ და მომზადებული
ყველი
ჩავდოთ
შუაში.მოვუკრათ
თავი
და
გადავიტანოთ
ცხელ
ცხიმწასმულ
ტაფაზე.
ახლა
უკვე
გავაბრტყელოთ
მთელი ტაფის ზომაზე და შევდგათ კარგად გახურებულ
ღუმელში.
გამოვაცხოთ
200 – 220 გრადუს
ტემპერატურაზე
კარგად
დაბრაწვამდე.
გამოღებამდე
2-3 წუთით
ადრე
გადავუსვათ
კარაქი.
ცხლადვე მიიტანეთ სუფრაზე.
წიწილა ნიორწყალში:
მწვადი:
წიწილა გავასუფთავოთ და გავჭრათ მკერდის ხაზზე შუაზე, ისე რომმთლიანად მოთავსდეს ტაფაზე. წიწილას მოვაყაროთ შავი წიწაკა,მარილი. კარაქი გავადნოთ და მოვათავსოთ წიწილა ტაფაზეზურგით ზემოთ და შევწვათ ორივე მხრიდან. ნიორი დავნაყოთ,მოვაყაროთ მარილი, დავასხათ დაახლოებით 2/3 ჭიქა წყალი,კარგად ავურიოთ და აღნიშნული მასა მოვასხათ ტაფაზე.დავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ დაბალ ტემპერატურაზე 10–12წუთი. სუფრაზე გავიტანოთ ცხლად.
მწვადი:
ინგრედიენტები:
1 კგ ღორის ხორცი (ცოტა ცხიმი რომ ქონდეს კარგია, მცვადი უფრო ცვრიანი გამოდის)
1 თავი მოზრდილი ყვითელი ხახვი (ისე წითელიც მოუხდება), ნახევარი ჩასაბასტურმებლად, ნახევარი უკვე შემწვარზე
მოსაყრელად
პილპილი და მარილი გემოვნებით
1 ცალი ბროწეული
მოვამზადოთ ხორცი წინა საღამოს_დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩავყაროთ მინის ან მინანქრის თასში
დავჭრათ ხახვი ალყა-ალყა
დაჭრილ ხორცს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ხახვი, კარგად ავურიოთ
დავაფაროთ თავსახური და შევდგათ მაცივარში
მეორე დღეს ხორცი წამოვაცვათ შამფურებზე და შევწვათ ნაკვერცხალზე (თუ წალამი მოგეპოვებათ, ხორცს აბსოლიტურად
სხვა
არომატი
აქვს)
შემწვარი ხორცი მოვათავსოთ სუფთა ჯამში, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, მოვაწუროთ ბროწეულის წვენი, კარგად ავურიოთ და გემრიელად მივირთვათ შავ ღვინოსთან ერთად.
Комментариев нет:
Отправить комментарий