ტურისტის მეგზური
среда, 7 мая 2014 г.
четверг, 31 мая 2012 г.
,, ჭიათურა ჩემი სიამაყეა''- გაეცანი შენ
მისამართი: 5500, ჭიათურა, თხელიძის ქ. 5
ტელეფონი: (+995
95) 20 16 61
ელ-ფოსტა: ch.culturiscenter@gmail.com
მუზეუმის
დაფუძნების
თარიღი: 1962
წელი
მუზეუმის
იურიდიული
სტატუსი: ააიპ
(ჭიათურის
მუნიციპალიტეტის
კულტურული
მემკვიდრეობის
დაცვის,
ტურიზმისა
და
სამუზეუმო
განყოფილება)
მუზეუმის
ტიპი
(პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა
რაოდენობა: 16
292
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია
ჭიათურის
ტერიტორიაზე
არქეოლოგიური
გათხრების
შედეგად
აღმოჩენილი
ძვ.
წ.
III ათასწლეულით
დათარიღებული
ბრინჯაოს
ცულები,
შუბისპირები,
ქინძისთავები,
მძივები;
აგრეთვე
ნუმიზმატიკური
და
ეთნოგრაფიული
მასალები;
ადგილობრივ
მხატვართა
ფერწერული
და
გამოყენებითი
ხელოვნების
ნიმუშები,
ფოტომასალები,
სხვადასხვა
სახის
დოკუმენტები.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, კვირა-ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში
შესასვლელი
ბილეთის
ფასი: უფროსებისათვის:
1 ლ,
ბავშვებისა
და
სტუდენტებისთვის:
0.50 ლ
უბილეთოდ
დაიშვებიან: 6
წლამდე
ბავშვები,
სოციალურად
დაუცველი
მოზარდები,
ICOM-ის
წევრები,
საქართველოს
და
უცხოეთის
ქვეყნების
მუზეუმების
თანამშრომლები,
I და
II კატეგორიის
ინვალიდები,
ჯარისკაცები,
იძულებით
გადაადგილებული
პირები.
და ძმა ჯაფარიზეების სახლ-მუზეუმი
მუზეუმის მისამართი: ჭიათურა, სოფ. ხრეითი
ტელეფონი: (+995
91) 91 15 25
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1981 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ტურიზმის და სამუზეუმო განყოფილება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 279
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია და-ძმა (ალიოშა. ალექსანდრა და სიმონ) ჯაფარიძეების ცხავრებასასა და სპორტულ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და მემორიალური მასალა, აგრეთვე, საქართველოში ალპინიზმის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ქართველ ალპინისტთა ფოტომასალა
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა,
10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისათვისთვის:
1ლ, ბავშვებისათვის:
0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები,
ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები,
I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.
ჯორჯიან მანგანუმის
მუზეუმი. ჭიათურის
ცენტრალურ; ნინოშვილის ქუჩაზე ჯორჯიან მანგანუმის შენობაში, ერთი მოკრძლებული კარის მიღმა , რომელსაც გარედან აწერია ,,მანგანუმის მუზეუმი „ კარს გააღებთ და თქვენს წინ გადაიშლება მთელი ქალაქის ისტორია. ისტორია ჭიათურის როგორც, სამრეწველო ქალაქისა- დაბადებიდან დღემდე . აქ წარმოდგენილია ქალაქის 130-ზე მეტი წლის ისტორიის ამსახველი უნიკალური ფოტოსურატები . ნახავთ პირველი მანგანუმის აღმომჩენელი; გერმანელი გეოლოგის ჰერმან აბიხის ფოტოსურათს და მასთან მომუშვე პირველ მრეწველებს . კედლიდან იცქირება აკაკი წერეთლის ფოტო , რომელმაც მანგანუმი ევროპას გააცნო და სწორედ მას შემდეგ დაიწყო მანგანუმის ინტენსიური წარმოება.კედლებზე განლაგებულია ყველა ის უნიკალური ფოტოსურათები რომელისც დაკავშირებულია ჭიათურასთან მაგ. ,,აკაკი წერეთელი ჭიათურის ინტელიგენციასთან’’, იხილავთ გამოჩენილ ჭიათურელებს . . კედლებზე მოკრძლებულ ჩარჩოეში სათუთად შენახული და მოვლილია ქალბატონ; ცელინა მესხის მიერ, თვითოეული ფურცელი ჭიათურის ისტორიისა . მუზეუმში დაცულია მანგანუმის მოპოვების დროს აღმოჩენილი ქანებში განამარხებული უძველეს მცენარეთ ნაშთები , უნიკალური ბიბლიოთეკა რომელიც ამომწურავ პასუხს იძლევა ქალაქის ისტორიაძზე . მანგანუმის მადნის ნიმუშები დალაგებულია ხარისხების მიხედვით და ა.შ. უამრავი სხვადასხვა სახის ექსპონანტები რაც წარმოდგენას შეუქმნის დაინტერესებულ პირებს მანგანუმის ქალაქზე .
ცენტრალურ; ნინოშვილის ქუჩაზე ჯორჯიან მანგანუმის შენობაში, ერთი მოკრძლებული კარის მიღმა , რომელსაც გარედან აწერია ,,მანგანუმის მუზეუმი „ კარს გააღებთ და თქვენს წინ გადაიშლება მთელი ქალაქის ისტორია. ისტორია ჭიათურის როგორც, სამრეწველო ქალაქისა- დაბადებიდან დღემდე . აქ წარმოდგენილია ქალაქის 130-ზე მეტი წლის ისტორიის ამსახველი უნიკალური ფოტოსურატები . ნახავთ პირველი მანგანუმის აღმომჩენელი; გერმანელი გეოლოგის ჰერმან აბიხის ფოტოსურათს და მასთან მომუშვე პირველ მრეწველებს . კედლიდან იცქირება აკაკი წერეთლის ფოტო , რომელმაც მანგანუმი ევროპას გააცნო და სწორედ მას შემდეგ დაიწყო მანგანუმის ინტენსიური წარმოება.კედლებზე განლაგებულია ყველა ის უნიკალური ფოტოსურათები რომელისც დაკავშირებულია ჭიათურასთან მაგ. ,,აკაკი წერეთელი ჭიათურის ინტელიგენციასთან’’, იხილავთ გამოჩენილ ჭიათურელებს . . კედლებზე მოკრძლებულ ჩარჩოეში სათუთად შენახული და მოვლილია ქალბატონ; ცელინა მესხის მიერ, თვითოეული ფურცელი ჭიათურის ისტორიისა . მუზეუმში დაცულია მანგანუმის მოპოვების დროს აღმოჩენილი ქანებში განამარხებული უძველეს მცენარეთ ნაშთები , უნიკალური ბიბლიოთეკა რომელიც ამომწურავ პასუხს იძლევა ქალაქის ისტორიაძზე . მანგანუმის მადნის ნიმუშები დალაგებულია ხარისხების მიხედვით და ა.შ. უამრავი სხვადასხვა სახის ექსპონანტები რაც წარმოდგენას შეუქმნის დაინტერესებულ პირებს მანგანუმის ქალაქზე .
ჭიათურა ბაგირგზების
ქალაქი
არსად ისე არ არის ზეცა დაქსელილი
ბაგირგზებით , როგორც ქალაქ ჭიათურაში. მისი რელიეფური თავისებურებიდან გამომდინარე , აქ ბაგირგზები
ერთ-ერთი მოსახერხებელი ტრანსპორტია. ჭიათურა საკმაოდ ღრმა კანიონისებრ ხეობაშია განლაგებული
.ეს ხეობა თავის მხრივ დანაწევრებულია განივი გვერდითა ხეობებით და ზეგნებით . სწორედ ამ
ზეგნების ხეობასთან დამაკავშირებელი საშუალებაა საბაგირო ტრნსპორტი. მისი პირველი დამაარსებელი ჭიათურაში არის გიორგი ფანცულაია
. მისივე დაპროექტებულია მთაწმინდისა და ბორჯომის საბაგიროები ასევე ლატვიის ქალაქ სიგულდას საბაგირო (ქალაქი სიგულდა ჭიათურასთან დაძმობილებული ქალაქია). 1900 წელს აიგო პირველი
სატვირთო ბაგირგზა , ხოლო სამგზავრო 1948 წელს , რომელიც აკავშირებდა ითხვისსა და დარკვეთის
ზეგნებს. ამჟამად ჭიათურაში მოქმედებს 17 სამგზავრო და 21 სატვირთო ბაგირგზა , რომელთა საერთო სიგრძე 30 კმ.ია . მათ შეუძლიათ ერთი წლის მანძილზე გადაზიდონ 11მლნ. ტონა ტვირთი
და გადაიყვანონ ცხრა მლნ. მგზავრი . აღსანიშნავია ქალაქის ცენტრში აგებული სამმხრივი ირგზა , რომელიც ქალაქის ცენტრს აკავშირებს ტერასებად განლაგებულ ქალაქის უბნებთან
.
კაცხის სვეტი არის გასაოცარი ბუნების ძეგლი, რომელიც ჭიათურის
ერთ ლამაზ სოფელში - კაცხში მდებარეობს
ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი
ვითარცა
სვეტი,
ფრიად მაღალი
მის
თხემზე არს
ეკლესია მცირე
ვახუშტი
ბატონიშვილი
ის წარმოადგენს
ქვის პეტროგრაფულ 40 მეტრის სიმაღლის
სვეტს, რომელიც სავარაუდოდ აქტიური ტექტონიკური რღვევის პერიოდში გამოცალკავდა
მიმდებარე კლდეებიდან .სვეტტთან ახლოს გამოედინება მდინარე კაცხურა, რომელიც ცხელ ზაფხულშიც
კი შფოთვარეა და ყინულივით ცივი . ამ ადგილის ორიგინალურობა იმაშიცაა, რომ იგი გამცალკავებულია
და განმარტოებით დგას , თითქოს ეს სხვა სამყაროაო. ეს განმარტოება შეუმჩნეველი არ დარჩნიათ ქრისტიან ბერებს და სვეტის თავზე აუშენებიათ ეკლესია , თუ როგორ მოახერხეს
და როგორ ადიოდნენ ან როგორ აჰქონდათ ეკლესიისათვის საჭირო ქვები ეს კითხვა დღემდე აუხსნელია
სავარაუდოდ აქ ეკლესია მე1-0- საუკუნემდეა აშენებული რომელიც შემდგომში ნანგრევაბად
იქცა . მე -20 საუკუნეში ვინც პიველად ავიდა ამ სვეტზე იყო ლევან გოთუა თავის ჯგუფთან
ერთად. მას შემდეგ ხშირად ეწყობოდა ალპინისტთა ასვლები. ამჟამად აქ დიდი ქრისტიანული
მოღვაწეობა მიმდინარეობს . კაცხის სვეტის
თავზე კვლავ აშენდა ეკლესია რასაც საფუძველი ჩაუყარა ბერმა მაქსიმემ . გაკეთდა რკინის კიბე, რომლის საშვალებითაც შესაძლებელია სვეტის თავზე ასვლა
მხოლოდ მამაკაცებისათვის. სვეტის ძირში აშენდა
აკლესია. გაიწმინდა სამარხი და ბევრი რამ, რისი ნახვის შემდეგ თქვენ წარუშლელი შთაბეჭდილება
დაგრჩებათ ამ ადგილის შესახებ. გაიგებთ და ბევრს ისწავლით ბერ მაქსიმესაგან.
მღვიმევის დედათა
მონასტერი ჭიათურის აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ კლდის მღვიმეში მდებარეობს.ის წარმოადგენს Xlll-საუკუნის
ძეგლს. მონასტრამდე ასასვლელად ამჟამად გაკეთდა კიბეები, რომლის გავლის
შემდეგ შედიხართ გვირაბში . საიდანაც შესაძლებელია მონასტერში შესვლა. თავად ეკლესია
35 მეტრამდეა კლდეში შეჭრილი . გვირაბის გავლის შემდეგ ნახავთ ბუნებრივ ცივ წყაროს
. ეკლესიის შიდა კედლები მოხატულია. ჩ-ს კედელზე არის წარწერა, რომელიც გადმოგვცემს, რომ ამ ეკლესიის
აღმშენებელი არის რატი კახაბერისძე და რაჭის ერისთავი ნინია კახაბერისძე . აქ რამდენიმე ეკლესია- ნაგებობაა. რომელთა კედლების ნაწილი თლილი
ქვითაა ნაშენები ნაწილი კი ბუნებრივ კლდესთანაა შერწყმული. ამჟამად აქ მიმდინარეობს აქტიური ქრისტიანული ცხოვრება. ეკლესია მომქმედია . სამონასტრო ცხოვრებას ეწევიან ბერ-მონაზვნები .
ბუნებრივი მღვიმეების მოყვარულთ ეპატიჟება მარტოობისგან დაღლილი; ხალხისგან მიტოვებული გამოქვაბულები , რომელიც საკმაოდ ბევრია დასავლეთ საქართველოში, კარსტული რელიაფიდან გამომდინარე. კარსტულ რელიეფს როგორ ჩანს კარგად იყენებდნენ უძველესი (პალეოლითის ხანის )ადამიანები. მათი საცხოვრებელის ნაშთები კარგადაა შემონახული სოფელ სვერში,, კოტიას კლდე ‘’. ,,უნდოს კლდე ‘’ სოფელ ვაჭევში ვარხმელის ხეობაში., სადაც 2011 წლის ზაფხულში აქტიურად მიმდინარეობდა არქეოლოგიური კვლევა.
გვარჯილის გამოქვაბული.ჭიათურის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ რგანში ჯერ კიდევ 1916 წელს არქეოლოგმა კუროვსკიმ მიაკვლია გვარჯილის გამოქვაბულში ქვის იარაღებთან ერთად აღმოჩნდა ძვლისა
და რქისაგან დამზადებული იარაღები . შემდგომში
აქვე მიაკვლიეს ზედა პალეოლითის ხანის ბევრ საინტერესო მასალას, აქ აღმოჩენილია
ბრინჯაოს ხანის მრავალი სახის ნივთები . მათ შორის არის ქინძისთავები, ბალთები,
სამაჯურები, გულსაბნევები, შემდგომში მიაკვლიეს ,, ბრინჯაოს ხელის მტევანს’’. რომელიც დათარიღებულია
ჩვ.წ.აღ-მდე lll საუკუნით. სოფელ რგანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი
ნივთები ინახება ჭიათურის lll საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში .
Подписаться на:
Сообщения (Atom)